воскресенье, 5 октября 2014 г.

მეცხრე დღე

  დღეს გავეცანი etwinningplus.ge-ზე გზამკვლევს, რომლის საშუალებით ჩემი პროექტის პორტფოლიო განვათავსე ბლოგერზე.გავეცანი Google drive-ში მუშაობის პრინციპებს.კიდევ ერთხელ გადავხედეთ ჩვენს მიერ შექმნილ ნამუშევრებს,შევაჯამეთ ტრენინგის განმავლობაში გაწეული სამუშაო,აქცენტი გავაკეთეთ პროექტებით სწავლების მნიშვნელობაზე,მოსწავლეებში 21-ე საუკუნის უნარ-ჩვევების განვითარებაზე.დავრწმუნდი რომ პროექტებით სწავლება ნამდვილად შეგვიწყობს ხელს შედეგების მიღწევაში.
  ტრენერის მუშაობით და ტრენინგის პროგრამით ძალიან კმაყოფილი ვარ.

воскресенье, 21 сентября 2014 г.

მერვე დღე

     ტრენინგის მე-8 დღეს დავამთავრე პროექტის გეგმის შედგენა.გავწერე აქტივობები დღეების მიხედვით.მოვახდინე თითოეული აქტივობის  დიფერენცირება დიფერენცირებული სწავლების ცხრილში.დავალების შესრულებაში გავითვალისწინე ტრენერის რჩევები.მან ყოველთვის იცის ვის და როდის რა დახმარება და როგორი რჩევა გაუწიოს.ტრენერით მისი ადამიანური დამოკიდებულებით და პროფესიონალიზმით აღფრთოვანებული ვარ.
    ვიმუშავეთ წყვილებში,ერთმანეთს გავუზიარეთ მოსაზრებები ჩვენი პროექტების ირგვლივ,გავუწიეთ დახმარებები სხვადასხვა პუნქტების შევსებისას.
    ჩემი აზრით ასეთი დატვირთვის სასწავლო პროცესისათვის მნიშვნელოვანი ტრენინგები წელიწადში სამჯერ უნდა ტარდებოდეს.
   

суббота, 20 сентября 2014 г.

მეშვიდე დღე

     დღეს დავამთავრე მოსწავლის სავარაუდო ნაშრომის ნიმუშის შექმნა და მასწავლებლის პროექტის პეზენტაცია.
    ვისაუბრეთ ყველა მოსწავლის საჭიროებების გათვალისწინებაზე. რადგან მოსწავლეები განსხვავდებიან შესაძლებლობების, ინტერესების, პიროვნული თვისებების, სწავლის სტილის მიხედვით, საჭიროა გავითვალისწინოთ ეს ყველაფერი, ჩავრთოთ ყველა მოსწავლე მუშაობაში, რათა შეიძინონ ახალი ცოდნა და უნარ-ჩვევები.
   ვისაუბრეთ სააზროვნო უნარებზე, აზროვნების კონცეფციებზე, ღრმა და აზრიან ფიქრზე, რწმენებზე და დამოკიდებულებებზე.  ჩემი აზრით მასწავლებლებს მოგვიწევს დიდი შრომის გაწევა, რათა მოსწავლეებს განუვითაროთ მაღალი სააზროვნო უნარები.

воскресенье, 14 сентября 2014 г.

მეექვსე დღე

დღეს გავეცანი მოსწავლის ნაშრომის ნიმუშებს.ნომუშის მიხედვით დავიწყე ჩემი პროექტის შესაბამისი მოსწავლის სავარაუდო ნაშრომის შექმნა.მოსწავლის როლში ყოფნა არ ყოფილა ადვილი.ნაშრომზე მუშაობისას კიდევ ერთხელ დავფიქრდი იმ აქტივობებზე,რომელიც მაქვს დაგეგმილი.აქტივობებმა ხელი უნდა შეუწყოს მაღალი საზროვნო უნარების განვითარებას.პროექტის  გეგმიდა გამომდინარე შევქმენიპრეზენტაციისათვის სლაიდშოუ.
   გავეცანი ინტელის სახელმძღვანელოში სწავლებისგასაუმჯობესებლად შეფასების სტრატეგიებს,რასაც  გამოვიყენებ სასწავლო  პროცესში.

суббота, 13 сентября 2014 г.

მეხუთე დღე


  ტრენინგის მეხუთე დღე ჩემთვის იყო ყველაზე ნაყოფიერი,ინფორმაციული და სამუშაო პროცესში მნიშვნელოვანი. დღეს განვიხილეთ პროექტის შეფასების ფორმები, მეთოდები და ინსტრუმენტები. ვისაუბრეთ განმავითარებელი შეფასების მიზნებზე, დავწერე დროში გაწერილი შეფასების გეგმა. პროექტის თემიდან გამომდინარე განვსზღვრე შეფასების მეთოდები და ინსტრუმენტები, რაც დამეხმარება პროექტის სასწავლო მიზნებთან შესაბამისობის მოყვანაში. დავწერე პროექტის შეფასების შეჯამება,  რამაც კიდევ ერთხელ დამაფიქრა შეფასების ინსტრუმენტების სახეებზე ჩემი პროექტის ფარგლებში.

მეოთხე დღე


 
  გავეცანი მიმართულების მიმცემი კითხვების სახეებს:ზოგადი, თემატური და შინაარსობრივი.სამუშაო პროცესში არ გამომიყენებია კითხვების ამ სახით დაყოფა,აუცილებლად გამოვიყენებ,ჩემი აზრით მოსწავლეთა მოტივაციისათვის აუცილებელია.შევადგინე ჩემი პროექტისთვის სამივე სახის კითხვა,ზოგადი კითხვის მოფიქრება გამიჭირდა,კითხვები შევიტანე პროექტის გეგმის შაბლონში. დავწერე პროექტის სასწავლო მიზნები სტანდარტიდან გამომდინარე  რასაც ადვილად გავართვი თავი. დავიწყე მიზნიდან გამომდინარე აქტივობების დაგეგმვა.

пятница, 12 сентября 2014 г.

მესამე დღე

  ტრენინგის მესამე დღეს ვისაუბრეთ რეფლექსიაზე.ამ აქტივობის ყოველ გაკვეთილზე გამოყენება დამეხმარება ახსნილი მასალის განმტკიცებაში, მოსწავლეებს განუვითარებს ანალიტიკურ აზროვნებას.
     დავამთავრე ბუკლეტზე მუშაობა.პროექტის გეგმის შაბლონში გავწერე ესგ-დან შედეგები და ინდიკატორები.დღეს ვისწავლე საქაღალდეების დაარქივება და ფოსტით გაგზავნა.
    ჩემთვის დღეს მნიშვნელოვანი იყო სტანდარტის მიხედვით მიზნების და შედეგების განსაზღვრა,რაც გამიადვილებს გაკვეთილების სწორად დაგეგმვაში.